მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე შოკოლადის მწარმოებელი ახალი სტარტაპი "ჩოკომაზა" გამოჩნდა

622ee3e07f8cb
მარიამ იზორია
20.03.22 19:03
1025
ბაზარზე შოკოლადის მწარმოებელი ახალი სტარტაპი “ჩოკომაზა” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ხელნაკეთ შოკოლადებს სთავაზობს.

როგორც bm.ge-ს სტარტაპის დამფუძნებელმა თამარ გოგოლაძემ უთხრა, ამ დროისთვის სხვადასხვა შიგთავსის მათ შორის მზესუმზირის, თხილეულის, ჩირის მქონე 15-მდე სახეობის პროდუქტს აერთიანებს. მისივე თქმით, “ჩოკომაზა” ხელით ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ იყიდება. “ჩოკომაზას” შოკოლადების ფასები 5 ლარიდან 75 ლარამდე მერყეობს. სტარტაპერი სამომავლოდ შოკოლადის კაფეს გახსნას განიხილავს.

“შოკოლადების დამზადება პანდემიის პერიოდში, როგორც ჰობი ისე დავიწყე, შემდგომ კი ჩემი ჰობი მცირე ბიზნესად ვაქციე. ამ ეტაპისთვის სულ 15-მდე სახეობა მაქვს, თითოეული მათგანი ხელნაკეთია და სახლში მზადდება. შიგთავსებად მზესუმზირას, თხილეულს, ჩირეულს ვიყენებ. რაც შეეხება მოთხოვნას, გაყიდვები განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში აქტიურდება.

სამომავლოდ წარმოების გაზრდის და პატარა შოკოლადის კაფეს მოწყობის სურვილი მაქვს” - ამბობს სტარტაპერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები