მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე თაფლისა და თაფლის პროდუქტების მწარმოებელი ახალი კომპანია გამოჩნდა

61b99e2e81525
მარიამ იზორია
14.12.21 23:07
1119
ბაზარზე თაფლისა და თაფლის პროდუქტების მწარმოებელი ახალი ქართული კომპანია გამოჩნდა. “ზზიპ” ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც თაფლის გარდა თაფლიან წყალს, თაფლის ძმარს, ფუტკრის მტვერს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს, “ზზიპ” ამ ეტაპზე რამდენიმე ქარხანას, მათ შორის თაფლის ლაბორატორიას და ჯამში 4 ფილიალს ფლობს.

როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ელენე მუმლაძე Bm.ge-სთან აცხადებს, კომპანია სულ რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე ოპერირებს და 2022 წლის გაზაფხულიდან პროდუქტების ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

“ჩვენ გვაქვს უნიკალური პროდუქტი თაფლიანი წყალი, რომელიც სპეციალურად კომპანიის მიერ შექმნილ ბოთლშია ჩამოსხმული, ამას გარდა ჩვენს პროდუქტებს შორის, თაფლის ძმარი, დინდგელი და ფუტკრის მტვერია. აღსანიშნავია, რომ “ზზიპ” მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ თაფლს სთავაზობს, ამისთვის კომპანიას საკუთარი ლაბორატორია აქვს, რომელშიც პროდუქტი მოწმდება. “ზზიპ” საქართველოს ბაზრის ათვისებას წარმატებით აგრძელებს, მომავალი წლის გაზაფხულიდან კი უკვე ექსპორტზეც გავალთ” - ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები