მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბაზისბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ერთი ქოლგის ქვეშ 1 წელიწადში გაერთიანდება - „ბაზისბანკის“ გენდირექტორი

დავით ცაავა

„ბაზისბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ერთი ქოლგის ქვეშ ერთ წელიწადში გაერთიანდება - ამის შესახებ „ბაზისბანკის“ გენდირექტორმა დავით ცაავამ, გარიგების ხელმოწერის ღონისძიებაზე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ორი ბანკის შერწყმის პროცესის დასრულების შემდეგ „ბაზისბანკი“ ბაზარზე დარჩება.

12 თვე ის პერიოდია, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ ეროვნულ ბანკთან ერთად და მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმარისი ვადა იმისათვის, რომ მოხდეს ამ ბანკების შერწყმა და შესაბამისად, მომსახურება უკვე გაერთიანებული ქოლგის ქვეშ ისევ შეუფერხებლად გაგრძელდება.

საკმაოდ დიდი დრო გვაქვს, თუმცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ბაზისბანკის“ მიერ ლიბერთი ბანკის“ შეძენაზე. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ თითოეული ამ ბანკის ძლიერ მხარეს შევინარჩუნებთ, როგორც სერვისების ნაწილში, ასევე ბრენდინგს რაც შეეხება, ცხადია, რომ ბაზისბანკის“ ბრენდი აუცილებლად დარჩება ბაზარზე და ბაზისბანკი“ წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა დავით ცაავამ.

მისივე განმარტებით, 12 თვის განმავლობაში ორივე ბანკი ფუნქციონირებას დამოუკიდებლად გააგრძელებს: ბაზისბანკი“ მოემსახურება ბაზისბანკის“ კლიენტებს, ლიბერთი ბანკი“ შეუფერხებლად მოემსახურება ლიბერთი ბანკის“ კლიენტებს. არანაირი მიგრაცია უახლოესი თვეების განმავლობაში არ იქნებ. თითოეული მომხმარებელი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ამ მომსახურებას. შერწყმის პროცედურის დაწყება თითოეული მომხმარებლისთვის იქნება აბსოლუტურად უმტკივნეულო, ისე, რომ მათ მომსახურება არ შეუფერხდეთ, თუმცა მანამდე არის სულ მცირე რამდენიმე თვე და ამ დროის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია გვექნება. თითოეული მომხმარებელი, შეუფერხებლად განაგრძობს როგორც დღეს, ასევე მომავალშიც თავიანთი სერვისების მიღებას იმ ბანკებში, რომელ ბანკის კლიენტებიც არიან“, - განაცხადა დავით ცაავამ.

„ბაზისბანკის“ გენდირექტორი, რომელიც ასევე „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს გარიგების ფინანსურ მხარეს არ ასაჯაროებს და ამბობს: „ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, თუმცა როგორც ბატონმა ირაკლიმ [რუხაძემ] ახსენა, ეს გარიგება იყო ორივე მხარისთვის სარფიანი იყო. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ წელიწადნახევრიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაგვესრულებინა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გარიგება ასევე სარფიანი არის იმ მინორიტარი აქციონერებისათვის, დაახლოებით 4%, ვისაც „ლიბერთი ბანკში“ აქციები აქვს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები