ბაზისბანკის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული ინვესტიციით, დეველოპერული კომპანია ნიუ მოლი, რუსთავში ახალ სავაჭრო ცენტრსა და მასთან მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.
მშენებლობა 9,100 კვ. მ. მიწის ფართობზე, 3 სართულზე განლაგებულ სავაჭრო ცენტრსა და 11 სართულიან ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს გააერთიანებს. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დასრულდება.
სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმლის და პარფიუმერიის მაღაზიები, კვების ობიექტები, გასართობი და ფინანსური მომსახურების სივრცეები განთავსდება. პროექტში ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 16 მლნ ლარს შეადგენს, რაც სრულად მოხმარდება კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს.
„ბაზისბანკის" ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს რეგიონებში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
NS