მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, AIM ჯგუფი რუსთავში საცხოვრებელ კომპლექს Elite Home-ს აშენებს

ქავერი
29.08.24 11:45
1069

ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკის მხარდაჭერით, AIM ჯგუფი რუსთავში საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

ქალაქ რუსთავში, ვახუშტის ქ. 6-ში მდებარე 6 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით და ადგილმდებარეობით. კომპლექსის მობინადრეები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ტერიტორიით, გამართული ინფრასტრუქტურით და გამწვანებული სკვერით, სადაც მოიაზრება საბავშვო სივრცეც.

AIM ჯგუფს არაერთი დეველოპერული პროექტი აქვს განხორციელებული, დაკომპლექტებულია კვალიფიციური ინჟინრებისა და არქიტექტორებისაგან შემდგარი ჯგუფებით, შენობები კი გამოირჩევა უსაფრთხოების კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით.

AIM ჯგუფის პრიორიტეტებია მშენებლობის პროცესში მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალების გამოყენება, სამშენებლო ვადების დაცვა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა მშენებლობის ყველა ეტაპზე. ენერგოეფექტური ბინები, მოქნილი შიდა დაგეგმარება, სასურველი ინტერიერის დიზაინი და თანამდეროვე არქიტექტურა, მობინადრეების კომფორტული ცხოვრებისთვის არის გათვლილი.

Elite Home-ის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის დეკემბერში სრულდება. ბინის ფართები 40 კვ.მ-დან იწყება და მწვანე კარკასის მდგომარეობაში ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ

იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები