მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასარგებლო ანაბარი ბაზისბანკისგან, მიიღე ყველაზე მაღალი სარგებელი ნებისმიერ ვალუტაში (რ)

649a82aa1e476
BM.GE
27.06.23 10:41
700
ბაზისბანკი აშშ დოლარში, ევროსა და ლარში გახსნილ სასარგებლო ანაბარზე მომხმარებელს საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

დღეიდან - 31 ივლისის ჩათვლით, ნებისმიერი პირი, რომელიც გახსნის ბაზისბანკში სასარგებლო ანაბარს, საქართველოში ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებს:

• აშშ დოლარი - 2% (ეფექტური 2.02%)
• ევრო - 1.5% (ეფექტური 1.51%)
• ლარი - 8.5% (ეფექტური 8.85%)

სასარგებლო ანაბრის გასახსნელად არ მოითხოვება წინასწარ განსაზღვრული თანხის ოდენობა ან ვადა. ანაბარზე თანხის განთავსება და განკარგვა შესაძლებელია შეუზღუდავად. სარგებლის დარიცხვა ხორციელდება ყოველი თვის ბოლო დღეს, ანაბარზე განთავსებული თანხის შესაბამისად.

ანაბრის ერთ-ერთ უპირატესობას, ბაზარზე არსებული ყველაზე მაღალი სარგებლის მიღებასთან ერთად, წარმოადგენს ის, რომ მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ბაზარზე საუკეთესო სპეც კურსით დააკონვერტიროს თანხა სასურველ ვალუტაში.

„ბაზისბანკში აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ და მათი საბანკო მომსახურება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამჯერად, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, სასარგებლო ანაბარზე, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებლით, ამავდროულად, მართოს ანაბარი თავისუფლად", - მარეხ საჯაია, ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ბაზისბანკის ნებისმიერ ფილიალს ან დატოვოს საკონტაქტო ნომერი და ბანკის წარმომადგენელი თავად დაუკავშირდება უმოკლეს ვადაში.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები