მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

63f470db813c1
BM.GE
21.02.23 11:24
682
20 თებერვალს, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის ორგანიზებით, რუსთაველის თეატრში „მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“ საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა.

საქველმოქმედო საღამო, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ნინო სურგულაძესთან ერთად, ქართველი და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გაერთიანდნენ. კონცერტში მონაწილეობდნენ: ყოვლად წმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, თბილისის ქალთა გუნდი და ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, ასევე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და სპეციალური მოწვევით, მაესტრო ჯუზეპე საბატინი.

საქველმოქმედო გალა კონცერტი, ტელეიმედის პირდაპირი ეთერით გადაიცა. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობასა და მათ შემდგომ რეაბილიტაციას.
აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის.

ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საზოგადოების საკეთილდღეოდ, მნიშვნელოვანია მსგავს საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა.

(რ)