მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾2.3 მილიარდის მოგება მიიღეს - რეიტინგი

ბანკები

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 9 თვის განმავლობაში 2.3 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 255 მილიონი ლარით, ანუ 12.5%-ით მეტია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა "საქართველოს ბანკი", რომელმაც 2024 წლის ცხრა თვეში 1.1 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მეორე პოზიციას 895 მილიონი ლარით "თიბისი" იკავებს, მესამეზე კი "ლიბერთია" 84 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით.

სტატისტიკის თანახმად, 5 კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 8.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა "სილქ ბანკმა", ასევე ზარალზე არიან "ჰეშ ბანკი" 2.9 მილიონი ლარი, "პეისერა" 967 ათასი ლარი, ვითიბი 444 ათასი ლარი და "პეივბანკი" 374 ათასი ლარით.

2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში ქართული კომერციული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებლები:

# ბანკი წმინდა მოგება 2024 წლის 9 თვეში
1 საქართველოს ბანკი 1,120,236,000 ლარი;
2 თი–ბი–სი ბანკი 894,778,000 ლარი;
3 ლიბერთი ბანკი 84,158,000 ლარი;
4 ბაზის ბანკი 56,575,000 ლარი;
5 კრედო ბანკი 45,907,000 ლარი;
6 ქართუ ბანკი 27,958,000 ლარი;
7 პროკრედიტ ბანკი 25,274,000 ლარი;
8 ტერა ბანკი 22,997,000 ლარი;
9 ხალიკ ბანკი 14,688,000 ლარი;
10 იშ ბანკ 11,698,000 ლარი;
11 პაშაბანკი 6,166,000 ლარი;
12 ზირაათ ბანკი 4,551,000 ლარი;
13 პეივბანკი -374,000 ლარი;
14 ვი–თი–ბი ბანკი -444,000 ლარი;
15 პეისერა -967,000 ლარი;
16 ჰეშბანკი -2,947,000 ლარი;
17 სილქ ბანკი -8,420,000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები