ბაზის ბანკი გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ თელავში მეორე ფილიალი გახსნა. ახალ სერვისცენტრში 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. მომხმარებელს ახალ ფილიალში სრული საბანკო მომსახურების მიღება შეუძლია. ბანკში აცხადებენ, რომ გაფართოების პოლიტიკის გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება.