მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრიდან "კოკა-კოლას" გასვლის შემდეგ, რუსეთში ყველაზე პოპულარული სასმელი Добрый გახდა

Добрый

რუსულმა კვლევითმა ორგანიზაცია NielsenIQ-მ FMCG-სექტორის კვლევა გამოაქვეყნა, რომლითაც ირკვევა, რომ Добрый-ის ბრენდის ქვეშ გამოსული სასმელი, რომელმაც რუსეთის ბაზრიდან გასული “კოკა-კოლის” სასმელები ჩაანაცვლა, “კოკა-კოლას” საერთო მოხმარების რეიტინგშიც გადაუსწრო და რიგით მეორე ყველაზე პოპულარული FMCG-ბრენდი გახდა ქვეყანაში.

2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, Добрый-ის ბრენდის სასმელებზე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების რუსეთში დაფიქსირებული ჯამური გაყიდვების 1.2% მოდის - ამ რეიტინგში მას მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი Winston-ი უსწრებს.

2023 წლის სტატისტიკაში, ცხადია, ვერც “კოკა-კოლა” მოხვდა და ვერც PepsiCo, რადგან ამ კომპანიების მიერ წარმოებული სასმელები რუსეთის ფედერაციაში ოფიციალურად აღარ იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები