მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრის არასტაბილურობის გამო,"რუსული კანონის" მომხრე ბიზნესიც დაფიქრდება, ჩადოს თუ არა ფული - იურისტი

დავით კიკალეიშვილი

სულ რომ ამ კანონის მომხრე ინვესტორი იყოს, ისიც კი დაფიქრდება ჩადოს თუ არა ფული. არამდგრადი ბაზარი ყველასთვის პრობლემურია - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.

დავით კიკალეიშვილის თქმით, დიდი პროექტები დროებით მაინც დაპაუზდება.

" შეუძლებელია, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ სანქცირებული და ეს არ მოქმედებდეს ბაზარზე. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ იმის გაანალიზება, როგორ ბაზარს აირჩევენ ინვესტორები დიდწილად დამოკიდებული იქნება ამაზეც [სანქციებზე]. დიდ ინვესტიციას გრძნობები არ გააჩნია, ის ცივ გათვლაზე მუშაობს. სულ რომ ამ კანონის მომხრე ინვესტორი იყოს, ისიც კი დაფიქრდება ჩადოს თუ არა ფული. არამდგრადი ბაზარი ყველასთვის პრობლემურია.

მე ვფიქრობ, რომ სულ მცირე დაფიქრდებიან და დაელოდებიან დიდი პროექტები", - განაცხადა კიკალეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები