მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრის დერეგულირება, დეპოლარიზაცია -  რა რეფორმებია საჭირო ეკონომიკური ზრდისთვის?

დ წკჯ

BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ექსპერტები საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და 2024 წლის მოლოდინების შეჯამებისას იმ აუცილებელ რეფორმებზე საუბრობენ, რომლებიც ქვეყანაში საერთო ეკონომიკურ ფონს გააუმჯობესებს.

როგორც „Ernst & Young საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, რუსლან ხოროშვილი აღნიშნავს, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბაზრის დერეგულირებაა.

მიმართულება, რომლითაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ, ეს არის თავისუფალი ბაზრის პრინციპების დანერგვა. შეიძლება, ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის პრინციპებს, რადგან მას უფრო უყვარს რეგულაციები, მაგრამ ჩვენი ქვეყნისათვის კერძო სექტორის დერეგულირება პრიორიტეტად მიმაჩნია. და არც ევროკავშირის დირექტივაა ასეთი ხისტი, რომ ყველაფერი დაარეგულირო. საჭიროა ბიზნესში მთავრობის შემცირება, მისი დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება - ეს მიმართულებები და სასამართლოს კომპეტენციის ამაღლება ეკონომიკურ საკითხებში - ესენია მნიშვნელოვანი ფაქტორები.

გასაკეთებელი რა არის, ყველამ იცის, მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს, ამის განსაზღვრა ცოტა რთულია. მით უმეტეს, როცა წინ არჩევნებია და მთავრობას უწევს გადაწყვიტოს, ეკონომიკურ ზრდაზე კონცენტრირდეს თუ ყოველ თვე 100 ლარიანი დახმარებები დაარიგოს, მისთვის მეორე უფრო მომგებიანია, ვიდრე ის რომ ადამიანმა ახლა გაიჭირვოს და მერე კარგად იყოს. ეკონომიკური რეფორმები კი ყოველთვის მტკივნეულია თავიდან”, - ამბობს რუსლან ხოროშვილი.

"გრანთ თორნთონის" თანამმართველი პარტნიორი პაატა შურღაია კი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყანაში პოლარიზებული გარემო და არაპროგნოზირებადი მარეგულირებელი უწყებებია.

“სამწუხაროდ, საქართველოში პოლარიზება მაღალია, თემატური დიალოგი და მსჯელობა მედიაში თითქმის არ არსებობს. პოლარიზება უნდა დასრულდეს, ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც არიან ისეთი ხალხი, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და შეუძლიათ საგნობრივი დიალოგი და პასუხისმგებლობის აღება.

გარდა ამისა, მრავალი რეფორმა იყო, რომელიც გადავადდა. ვისურვებდი, არსებობდეს ე.წ. road map, და ნებისმიერ ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუსტად იცოდეს რა როდის მოხდება. სწორედ ამიტომ გვინდა სახლემწიფო და იმისთვის ვქირაობთ მათ, რომ დაგვეხმაროს იმის განსაზღვრაში, როგორ გადაეწყოს ბიზნესი ახალ რეგულაციებზე. გვინდა, რომ ეს ხალხი ჩართული იყოს ჩვენთან კომუნიკაციაში”, - ამბობს პაატა შურღაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები