“ფორსაიტის” დირექტორის მოადგილე რატი მორჩილაძე BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის ასოციაცია დაფუძნდა.
"ჩვენ და კიდევ ბაზრის რამდენიმე მონაწილემ კაპიტალის ბაზრის ასოციაცია შევქმენით, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს ფუნქციური კაპიტალის ბაზრის განვითარებას ქვეყანაში. დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა ამ ასოციაციის ფორმირება და დღეს უკვე ხუთი წევრი ვართ. რა თქმა უნდა, პროცესი მიმდინარეობს რომ სხვებიც გაწევრიანდნენ. რადგან მჯერა, რომ ყველას საერთო ინტერესი გვაქვს, რაც არის გაიზარდოს კაპიტალის ბაზრის წილი ფინანსურ სისტემაში და ხელი შეუწყოს კაპიტალის ბაზარმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა მორჩილაძემ "ანალიტიკაში".
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის მოცულობა 2.7 მლრდ ლარია. აქედან თითქმის 1.4 მლრდ ლარი დოლარში დემონომინირებული ობლიგაციებია, 1.1 მილიარდი ლარში დემონომინირებული, ხოლო 121 მლნ ლარი - ევროში.




























