როგორც BBC-ი იუწყება, ევროპამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. გამოცემის მიხედვით, ქვეყნები შეზღუდვების მოხსნას ეტაპობრივად ახორციელბენ. იხსნება ბიზნესები და ბავშვები უბრუნდებიან სკოლებს.
BBC-ის ცნობით, 15 ივნისიდან გერმანია საერთაშორისო მიმოსვლას ანახლებს საფრანგეთთან და შვეიცარიასთან. ქვეყანაში ნებადართულია ორი სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლების შეხვედრა. ხოლო რაც შეეხება დიდ თავყრილობებს, როგორიც არის ფესტივალები, აკრძალული იქნება აგვისტოს ბოლომდე.
როგორც გამოცემა იუწყება, იტალია საქალაქთაშირისო და საერთაშორისო მიმოსვლის განახლებას 3 ივნისიდან აპირებს. აღსანიშნავია, რომ ქყვეყანაში ეკონომიკის გასხნის პროცესი ატიურად მიმდინარეობს. 18 მაისიდან გაიხსნა რესტორნები და ბარები, კათოლიკური ეკლესიები, დაკრძალვაზე ნაბადართული გახდა 15-მდე პირის დასწრება. 25 მაისიდან გახსნილია, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.
კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება ასევე დაიწყო საფრანგეთმაც, ქვეყნის მაცხოვრებლებს აღარ ესაჭიროებათ გადაადგილების დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენა და აქვთ უფლება სახლიდან 100 კმ მანძილზე ნებართვის გარეშე გადაადგილდნენ. საფრანგეთში გაიხსნა ყველა ტიპის მაღაზია, მაგრამ რესტორნებს და ბარებს ამ ეტაპზე ოპერირება არ განუახლებიათ. ასევე ქვეყანაში ეტაპობრივად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით იხსნება ზღვის სანაპიროები.
საგანგებო მდგომარეობის შემუბუქების ფარგლებში, ესპანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 1 ივლისიდან 14 დღიან საკარანტინე პერიოდს აუქმებს საერთაშორისო მოგზაურებისთვის. კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების შემსუბუქება ესპანეთმა 25 მაისიდან დაიწყო. 26 მაისიდან გაიხსნა სკოლების ნაწილი, 11 მაისიდან ქვეყანაში ფუნქციონირებს ბარები და რესტორნები 50%-იანი დატვირთვით. ასევე 26 მაისს გაიხსნა კინო-თეატრები, საგამოფენო სივრცეები, მაგრამ მათი დატვირთვა 30%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ქვეყანაში სავალდებულოა სახის ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა საზოგადოებრივ ტარნსპორტში და საჯარო ადგილებში.
ასევე კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა შეამსუბუქეს პორტუგალიამ, შვეიცარიამ, დანიამ, ავსტრიამ, ნიდერლანდებმა და ბელგიამ. აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანაში გახსნილია, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინო-თეატრები და სილამაზის სალონები, სადაც სტუმრებს შორის მკაცრად არის დაცული სოციალური დისტანცირების ნორმები.