მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: მალტის მთავრობა მოსახლეობას 100 ევროს ვაუჩერს დაურიგებს

5edf76be7506d
ნათია თაქთაქიშვილი
09.06.20 22:00
1006
მალტის მთავრობა მოსახლეობას რესტორნებისა და სასტუმროების 100 ევროს ღირებულების ვაუჩერს დაურიგებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ვაუჩერების გამოყენება მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბარებში, სასტუმროებსა და რესტორნებში შეეძლებათ. ამ პროექტის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის ხელახლა ამუშავებაა.

მალტის მთავრობის ინიციატივით, 16 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს ხუთი 20-ევროიანი ვაუჩერი დაურიგდება. აქედან ოთხი, მოქალაქეებმა რესტორნებსა და სასტუმროებში უნდა გამოიყენონ. ამასთან, მალტაში ტურიზმის სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს სექტემბრის ბოლომდე მთავრობისგან თვეში 800 ევრო დაერიცხებათ.

ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მშპ-ის დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს. COVID-19-ის პანდემიის გამო ტურიზმი მალტაში მარტის შუა რიცხვებიდან შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები