მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბედნიერების ინდექსით საქართველო მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბოლო ადგილზეა

5fd4b9ff3f96c
მადონა გასანოვა
13.12.20 00:00
5394
4.673 ინდექსით, საქართველოს ყველაზე ნაკლებად ბედნიერი მოქალაქეები ჰყავს, მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი სულაც არ არის დაბალი შემოსავალი, ქვეყანას სხვა ფაქტორების ნაკლებობაც აქვს, რაც არსებითია მოქალაქეთა ბედნიერებისთვის.

გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2020 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც „Gallup“-ის მიერ, მსოფლიოს 153 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, ბედნიერების ინდექსით საქართველო 117-ე ადგილზეა.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ცხოვრების დონე კეთილდღეობის სხვადასხვა მაჩვენებლით შეიძლება შეფასდეს, სადაც შემოსავალი ერთ-ერთი და არა ყველაზე აუცილებელი კრიტერიუმია. დანარჩენი ხუთი ძირითადი ცვლადია: ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების ნდობა, ჯანსაღი ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა, საჭიროების შემთხვევაში, მეგობრებისა და ნათესავებისგან მხარდაჭერის მიღების დონე და საზოგადოების დიდსულოვნება.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო, ბედნიერების ინდექსით ჩამორჩება სომხეთს - 116-ე ადგილი, თურქეთს - 93-ე, აზერბაიჯანს - 89-ე და რუსეთს - 73-ე.

რაც შეეხება, ლიდერთა ათეულს, პირველ ადგილზე ფინეთია, რომელსაც მოსდევს: დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ახალი ზელანდია, ავსტრია და ლუქსემბურგი.

ბედნიერების ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის ათეული შემდეგია: ინდოეთი - 144, მალავი - 145, იემენი - 146, ბოტსვანა - 147, ტანზანია - 148, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 149, რუანდა - 150, ზიმბაბვე - 151, სამხრეთ სუდანი - 152 და ავღანეთი - 153.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები