მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„BEKO საქართველო“ წელს ქუთაისსა და ბათუმში ახალ ფილიალებს გახსნის - რა გეგმები აქვს კომპანიას?

ბეკო

საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის კომპანია „BEKO საქართველო“ 2025 წელს ქუთაისსა და ბათუმში ახალ ფილიალებს გახსნის. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ხატია ტყებუჩავამ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დეკემბერში „BEKO“-მ სამგორში 600 კვ.მ. ფართობის ულტრა თანამედროვე ფილიალი "სამგორი მოლში" გახსნა, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს შედგება. ამის გარდა, წელს კომპანიას გეგმაში აქვს საქართველოს ორ დიდ ქალაქში, ქუთაისსა და ბათუმში კიდევ ორი ახალი ფილიალის გახსნა, ხოლო პირველი კვარტალის ბოლომდე ფოთშიც მაღაზიის გაფართოება იგეგმება.

„წელს, საქართველოს ორ დიდ ქალაქში, კერძოდ ქუთაისსა და ბათუმში ორი ახალი ფილიალის გახსნა. ასევე ვფიქრობთ ფოთის მაღაზიის გაფართოებას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იგეგმება. ამ ეტაპზე, ინვესტიციების თქმა რთულია, რადგან ამაზე ვმუშაობთ.

სამგორის ფილიალში 10 ადამიანი დასაქმდა. ბათუმი, ქუთაისში და ფოთში კიდევ 30-მდე ადამიანი დასაქმდება“, - ამბობს ხატია ტყებუჩავა.

რაც შეეხება გაყიდვებს, ხატია ტყებუჩავა აღნიშნავს, რომ იანვარი, როგორც მოლოდინი იყო, გაყიდვების კუთხით მშვიდი პერიოდი აღმოჩნდა, რაც ახალი წლის შემდეგ მოსალოდნელიც იყო. ამ ეტაპზე, კომპანიას ფასები არ დაუკორექტირებია.

ინფორმაციისთვის: კომპანია „BEKO საქართველომ“ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო. დღეს კი, „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სავაჭრო წერტილი და დაახლოებით, 800 დასაქმებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები