მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BEKO-მ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი "ინდეზიტი" შეიძინა

მეჰმედ მელექი

საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის კომპანია „BEKO“-მ ბრენდი „ინდეზიტი“ შეიძინა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მეჰმედ მელექმა BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.

„BEKO-მ ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი ბრენდი შეიძინა, მათ შორის არის ტექნიკის ბრენდი “ინდეზიტი”. ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უკვე მაისიდან BEKO-ს მაღაზიებში და იქ, სადაც ბეკოს პროდუქცია იყიდება, "ინდეზიტის" ტექნიკაც განთავსდება. აღსანიშნავია, რომ ინდეზიტის პროდუქცია წარმოდგენილი იქნება სრულიად განახლებულ დიზაინსა და ხარისხში,“ – განაცხადა მელექმა.

მისივე თქმით, “ინდეზიტის” პროდუქცია BEKO-ს სხვა პროდუქტებთან შედარებით 10-15%-ით ნაკლები ღირებულების იქნება, რაც მის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„ვფიქრობთ, რომ ბაზარზე “ინდეზიტზე” საკმაოდ დიდი მოთხოვნა იქნება“, – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები