მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბელგიამ კარანტინი გამოაცხადა

5e71d22ba4aac
ნათია თაქთაქიშვილი
18.03.20 20:50
1317
ახალი კორონავირუსის გამო ბელგია დღეიდან სრულ კარანტინზე გადადის. ამ მოცემულობით კარანტინი 5 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შესზხებ ინფორმაციას euractiv.com-ი ავრცელებს.

ბელგიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიიღო. ქვეყანა იტალიისა და საფრანგეთის მსგავს კარანტინს მიმართავს, სადაც დროებით აიკრძალება საზოგადო ცხოვრება. ბელგიის პოლიციას აღნიშნული მდგომარეობის მკაცრი კონტროლი ეკისრება.

ბელგიის ხელისუფლება საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, მათ სახლების დატოვების უფლება ექნებათ მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორიც არის ექიმთან ვიზიტი ან პროდუქციის შეძენა სუპერმარკეტსა და აფთიაქში.

დღეიდან 5 აპრილამდე, მხოლოდ აფთიაქები და ის მაღაზიები იმუშავებს, სადაც საკვები პროდუქტები იყიდება.

18 მარტის მონაცემებით, ბელგიაში covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1,486-ს შეადგენს. დაიღუპა 14 და გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები