მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბელგიაში Tomorrowland-ის ფესტივალის მთავარი სცენა სრულად დაიწვა

tomorrowland

16 ივლისის საღამოს ბელგიაში ფესტივალ Tomorrowland-ის მთავარი სცენა სრულად დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ფესტივალის ორგანიზატორებისთვის ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენა.

ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ ღონისძიების მონაწილეები და დამსწრეები, რადგან მუსიკალური ფესტივალი სტარტს პარასკევიდან იღებს. ადგილზე იმყოფებოდა 1000-მდე თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ფესტივალისთვის მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცეცხლის მიუხედავად, ფესტივალი გეგმის მიხედვით ჩატარდება, მთავარი სცენის გარეშე. ფესტივალის საკარვე ზონა დამსვენებლების მისაღებად უკვე მზადაა.

"არაერთი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება [ფესტივალის გაუქმების შესახებ], თუმცა ჩვენ უკვე მზად ვართ და Dreamville-ის საკარვე ზონაში ხვალიდან 38 ათას ვიზიტორს ველოდებით... ფესტივალი ჩატარდება, ოღონდ მთავარი სცენის გარეშე. ჯერ ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით რას ვაპირებთ", - განაცხადა ფესტივალის წარმომადგენელმა დები ვილმსენმა.

Tomorrowland ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია, რომელიც ანტვერპენში 2005 წლიდან ყოველწლიურად იმართება და 400 000-მდე ადამიანსა და ასობით არტისტს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები