მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარია

სახანძრო

თბილისში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ქარხანაში ხანძარია.

როგორც BMG-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამჟამად ადგილზე მუშაობენ.

სამსახურში დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ცნობისთვის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საწარმოა. მისი ძირითადი საქმიანობა სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შექმნა, წარმოება და მოდერნიზაციაა.

განახლება: ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები