მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელგრადი არის ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი ევროპაში – თეა ზაქარაძე

თეა ზაქარაძე
15.06.25 17:28
1206

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბელგრადი დაემატა. როგორც „თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების“ ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კიდევ ერთი ახალი მიმართულება გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Air Serbia-მ, რომელიც კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს რეისებს ბელგრადის მიმართულებით. ეს არის კიდევ ერთი კომფორტული მიმართულება და დამატებითი კომფორტი ჩვენი მგზავრებისთვის“, — განაცხადა თეა ზაქარაძემ.

მისივე თქმით, ბელგრადი ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი კვანძია, რაც ქართველ მგზავრებს საშუალებას მისცემს, ამ ქალაქიდან ამერიკის, ასევე სხვა ევროპული მიმართულებებითაც გადაადგილდნენ.

„ძალიან გვახარებს ეს ინფორმაცია. აქვე მინდა დავამატო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვაქვს 14%-იანი მატება წინა წელთან შედარებით. გვემატება ევროპული და არამხოლოდ ევროპული ავიაკომპანიები. ასე, რომ ჩვენთვის, აეროპორტის მმართველი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ახალ მიმართულებებზე მუშაობა და მოლაპარაკებები ახალ ავიაკომპანიებთან, რასაც ვაწარმოებთ“, — აღნიშნა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.

Air Serbia თბილისისა და ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ის ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები