მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბელგრადთან პირდაპირი ფრენები იწყება - როგორია სერბეთიდან ტურიზმის დინამიკა?

Air Serbia

15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამი სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.

"ქართული ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Air Serbia-ს შემოსვლა დასტურია, რომ საქართველო მიმდინარე წელს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა და ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე ტურისტული სეზონი განსაკუთრებით წარმატებული იქნება.

ტურისტული ვიზიტები სერბეთიდან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, 2024 წელს საქართველოში სერბეთიდან აეროპორტების გავლით 2 426 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ეს წლიურად 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2021 წლიდან მოყოლებული სერბეთიდან ტურისტული ვიზიტების დინამიკა მზარდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები