მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბელვიუ რეზიდენს ბათუმში“ გაყიდვების III ეტაპი დაიწყო - რა ღირს პრემიუმ კლასის რეზიდენციები?

648963aa48831
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.23 13:22
725
„ბელვიუ რეზიდენს ბათუმში“ პრემიუმ კლასის რეზიდენციების გაყიდვების მესამე - საბოლოო ეტაპი გაიხსნა. გაყიდვების დასკვნით ეტაპზე კომპანია უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს 15 საუკეთესო რეზიდენციას სთავაზობს, მათ შორის „ბელვიუ ვილა რეზიდენსსა“ და „ბელვიუ პენტჰაუზს“.

ბათუმის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასთან ერთად "ჰილტონი" და „ბელვიუ რეზიდენს ბათუმი“ მაღალი კლასის მულტიფუნქციური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარში მდებარეობს. ერთ სვეტს სასტუმრო ჰილტონი წარმოადეგნს, ხოლო მეორე სვეტში მისი პრემიუმ კლასის რეზიდენციებია. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს კომპლექსს კიდევ უფრო კომფორტულსა და მყუდროს ხდის. კომპლექსი საერთაშორისო და ჰილტონის სტანდარტების სრული დაცვით ბრიტანელი, შვედი და გერმანელი სპეციალისტების მონაწილეობით აშენდა.


„ბელვიუ რეზიდენს ბათუმის“ გაყიდვების მესამე ეტაპის გახსნის შესახებ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ტურინვესტ ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ ლევან ასამბაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ექსკლუზიური და ლიმიტირებული რეზიდენციებით გამოირჩევა.

აღსანიშნია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი უკვე დასრულებულია, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს აქ ცხოვრების შესაძლებლობა რეზიდენციების ყიდვისთანავე აქვთ.

„მიუხედავად ბათუმში ბევრი მიმდინარე საინტერესო კონცეფციის სამშენებლო პროექტებისა, „ჰილტონისა“ და „ბელვიუ რეზიდენს ბათუმის“ კომპლექსი, საცხოვრებლად უალტერნატივოა მათთვის, ვისაც ზღვისპირზე, მშვიდ გარემოში, პრემიუმ კლასის მომსახურებით საკუთარი საცხოვრებლის ქონა სურს და ვფიქრობთ, მომავალშიც ერთადერთია, რადგან მიმდინარე მშენებლობების ტენდენცია ძირითადად სასტუმროს ტიპის ნომრებზე გათვლილი. ამ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციით კი ბაზარზე „ბელვიუ რეზიდენს ბათუმია“ დაწინაურებული.

მნიშვნელოვანია, რომ 5-ვარსკლავიანი კომპლექსი ყველა მისი მახასიათებლის გათვალისწინებით „ჰილტონის“ სტუმრებისთვის და „ბელვიუს“ რეზიდენტებისთვის მშვიდი, კომფორტული და ჯანსაღი ცხოვრების გარანტია. აქაურ მობინადრეებს არ აწუხებთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ხმაური, საცობები ლიფტთან, პარკინგზე თუ სხვადასხვა ტიპის სერვისისთვის დამატებით დროის ხარჯვა.



ყველა რეზიდენცია ზღვის, მთის თუ პარკის განსაკუთრებული პანორამული ხედებით გამოირჩევა. რეზიდენციები გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე, განსაკუთრებული გემოვნებისა და მოთხოვნილებების ადამიანებზე. „ბელვიუ ვილა რეზიდენსი“ - ეს პრაქტიკულად საკუთარი სახლია ბულვარში საკუთარი ეზოთი. ბელვიუ რეზიდენციების 1 მ²-ის ფასი 4 000 დოლარიდან იწყება. ხოლო ბელვიუ პენტჰაუსის 1 მ²-ის ღირებულება 15 000 დოლარია. „ბელვიუ პენტჰაუსი“ დღეისთვის საქართველოს ბაზარზე უკვე აშენებული და დასრულებული პროექტებიდან ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია, საიდანაც ბათუმის პანორამული ხედები 360 გრადუსით იშლება“, - განმარტავს ლევან ასამბაძე.

„ტურინვესტ ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე პროექტისა და მასში განთავსებული რეზიდენციების საინვესტიციო მიმზიდველობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ რეზიდენციების წლიური კაპიტალიზაცია მინიმუმ 10 %-ს შეადგენს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ შეძენილი რეზიდენციები კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობასთან ერთად საუკეთესო კაპიტალდაბანდებასაც წარმოადგენს. მსურველებისთვის, ასევე კომპანიის შიგნით არსებობს რეზიდენციების მართვის სერვისი, რაც რეზიდენციების გრძელვადიანი გაქირავების მომსახურებასაც მოიაზრებს. აღსანიშნია, რომ გრძელვადიანი ქირავნობით ინტერესდებიან ბათუმში საქმიანად ჩამოსული დიპლომატები და ტოპმენეჯერები, რომლებიც ბათუმში პრემიუმ კლასის საცხოვრისს გრძელვადიანად ეძებენ.




„ბელვიუ რეზიდენს ბათუმის“ მაცხოვრებლებს პროექტის შეძენისას ე.წ. Resident Card გადაეცემათ, რაც ნიშნავს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს კომპლექსში არსებულ ყველა ფასიან სერვისზე - რესტრონები, პრემიუმ კლასის მაღაზიები, სპა-სერვისები და ა.შ. კომპლექსში ისევე როგორც 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Hilton-ის სტუმრებს, ბელვიუს მობინადრეებსაც 24 საათის განმავლობაში კონსიერჟი ემსახურებათ, რომელიც მაცხოვრებლებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, მათ შორის: ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ჯავშნების გაკეთება, გადასახადების გადახდა და ა.შ. „ტურინვესტ ჯგუფში“ აღნიშნავენ, რომ „ბელვიუ რეზიდენს ბათუმი“ პრემიუმ კლასის პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც ყველაფერი „ბელვიუ რეზიდენს ბათუმის“ ახლანდელი და მომავალი მაცხოვრებლებზეა გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები