მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სამშვიდობო გეგმას დათანხმდა - დონალდ ტრამპი

სს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა თეთრ სახლში დასრულდა. ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

„დღეს მშვიდობისთვის ისტორიული დღეა. მოდით, ამას ახლო აღმოსავლეთში მარადიული მშვიდობა ვუწოდოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპმა სამშვიდობო გეგმაზე დათანხმებისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ „ჰამასის“ თანხმობა დარჩა“.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ "თუ „ჰამასი“ შეთანხმებას უარყოფს, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს".

„მჯერა, რომ დღეს ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით. თუ „ჰამასი“ თქვენს გეგმას უარყოფს, ან თითქოს დათანხმდებიან და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

"დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა" - დეტალები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები