აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზას სამშვიდობო გეგმა წარადგინა. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა რამდენიმე პუნქტისგან შედგება, რომელთა შორის არის შემდეგი:
ისრაელი არ მოახდენს ღაზის ანექსიას ან ოკუპაციას; არავის აიძულებენ, დატოვოს ღაზა, წასვლის სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებენ ღაზის დატოვებას და თავისუფლად შეძლებენ უკან დაბრუნებას; შეიქმნება ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმა ღაზის აღსადგენად; ისრაელის მიერ წინადადების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში ყველა დარჩენილი მძევალი დაუბრუნდება ისრაელს, მათ შორის გარდაცვლილების ცხედრებიც, აშშ დაამყარებს დიალოგს ისრაელსა და პალესტინელებს შორის „მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ შეთანხმების მისაღწევად“; აშშ არაბულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესაქმნელად, რომლებიც დაუყოვნებლივ განთავსდებიან ღაზაში; „ჰამასის“ წევრებს, რომლებიც ვალდებულებას იღებენ მშვიდობიანი თანაარსებობაზე და განიარაღდებიან, მიენიჭებათ ამნისტია; ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ ისრაელი გაათავისუფლებს 250 პირს, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, ასევე 1 700 პირს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს; დახმარების შეტანა და განაწილება განხორციელდება ორივე მხარის ჩარევის გარეშე გაეროს მეშვეობით.
თუ ორივე მხარე დათანხმდება ამ წინადადებას ომი დასრულდება.




























