მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

ტრამპი და ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შაბათს, გვიან ღამით ვაშინგტონში გაემგზავრება. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშაბათამდე დარჩება.

ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრება იქნება. პარალელურად, ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრასაც გეგმავს, თუმცა მოლაპარაკებების ზუსტი დრო ჯერჯერობით ოფიციალურად არ განსაზღვრულა.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი კვირას, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გარდაცვლილი პოლიტიკოსის ოჯახს სამძიმრის წერილი უკვე გაუგზავნა. ოფიციალურ წერილში ნეთანიაჰუმ ორმხრივი პარტნიორობის განმტკიცების საქმეში გრემის განსაკუთრებული როლზე ისაუბრა. ისრაელის ლიდერის განცხადებით, ამერიკელმა სენატორმა საკუთარი ცხოვრება თავისუფალი სამყაროს ინტერესების დაცვას მიუძღვნა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ისრაელმა უახლოესი მეგობარი, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უდიდესი პატრიოტი დაკარგა.

ცნობისთვის, ირანთან ომის დაწყების შემდეგ, ეს ვაშინგტონში ნეთანიაჰუს პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება. ისრაელის მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში ეწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები