მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - რაზე ისაუბრეს

სსს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო წარმატებები, შეიძლება, შეთანხმების საფუძველი გახდეს, რომლითაც ომის მიზნებს მიაღწევენ.

„პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ისრაელის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის სამხედროების შედეგების გამოყენება ომის მიზნების შეთანხმებით მისაღწევად — გარიგებით, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დაიცავს“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი „ირანსა და ლიბანში დარტყმებს განაგრძობს“. მისივე განცხადებით, ისრაელი „ყველა გარემოებაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები