მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bentley-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა - მისი ფასი $230,000-ია

Bentley-ს ელექტრომობილი

ბრიტანულმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა Bentley-მ ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე თავისი პირველი სრულად ელექტრომობილი, მოდელი Torcal-ი წარადგინა. როგორც ირკვევა, ახალი ელექტრომობილის საწყისი ფასი £173,000-ს ($229,500) შეადგენს.

ამასთან, მოდელს 600 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია და ის 96.5 კმ/სთ სიჩქარეს სამ წამზე ნაკლებ დროში ავითარებს. კომპანია ახალი მოდელის გამოშვებით მიზნად მდიდარი კლიენტების ინტერესის შემოწმებასა და იტალიურ Ferrari-სთან კონკურენციას ისახავს. ავტომწარმოებელმა ყველა ძირითადი ბაზრიდან უკვე საკმაოდ პოზიტიური წინასწარი გამოხმაურება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ბრენდის ახალი მოდელი ბაზარზე მისი იტალიური მეტოქის მიერ პირველი ელექტრომობილის, Luce-ს პრეზენტაციიდან სამი თვის შემდეგ გამოჩნდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ Ferrari-ს ხუთადგილიანი მოდელის ფასი €550,000-ს ($626,000) შეადგენს, Bentley-ს მოდელი გაცილებით დაბალ საფასო კატეგორიაში პოზიციონირებს.

    CNBC-ის ეთერში Bentley-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანკ-შტეფან ვალიზერმა განმარტა, რომ Torcal-ი ბრენდის სამოდელო რიგში საწყის საფასო დონეს დაიკავებს.

    საყურადღებო ფაქტია, რომ დაბალი მოთხოვნის გამო Porsche-მ და Lamborghini-მ საკუთარი ელექტრომობილების გამოშვების გეგმები შეამცირეს. როგორც ირკვევა, სწორედ ამ სიცარიელის ამოვსებას გეგმავს Bentley.

    ცნობისთვის, Torcal-ი კომპანიის 107-წლიან ისტორიაში პირველი სრულად ელექტრომობილია. ის ბრენდის სამოდელო რიგში მეოთხე ხაზი გახდა და ადგილს Continental GT-ის, Flying Spur-ისა და Bentayga-ს გვერდით დაიკავებს. ახალი ავტომობილის დიზაინი და საინჟინრო კონცეფცია ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრუში მდებარე საწარმოში შეიქმნა.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები