მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

64477be492269
BM.GE
25.04.23 11:13
634
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 275 ათასი ტონა შეადგინა, რაც 17,8 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (257,2 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2023 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 127,6 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 147,5 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 76,5 ათასი ტონა (60%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 48 ათასი ტონა (37,6%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 3,1 ათასი ტონა (2,4%);

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 232,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 40,9 ათასი ტონა - 14,9%; თურქმენეთი - 1,2 ათასი ტონა - 0,4%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,05%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,05%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები