გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციას შეეხებოდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ცალკეულ პუნქტებზე ვერ ისაუბრებს, მთავარია ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება მოხდეს. მისივე თქმით, "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება პატივსაცემია.
“მე არ ვარ აქ დეოლიგარქიზაციაზე სალაპარაკოდ, ჩამოვედი იმისთვის, რომ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება. ჩვენ დავასახელეთ 12 პრიორიტეტული პუნქტი და მათგან ერთი თქვენ გამოყავით, რაც ეხებოდა დეოლიგარქიზაციის კანონს. არის თუ არა ამ ქვეყანაში ამ მხრივ რაიმე სპეციფიური ვითარება, მე აქ ამისთვის არ ვარ ჩამოსული.
აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა გაგრძელდეს 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა უცხოური კანონპროექტზე და კარგია, რომ გაწვევა მოხდა. ეს ჩემი აზრით, ერთადერთი მართებული გზა და ამიტომ უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან და ასევე გარკვეული მითითებები გარედან. ეს არ არის სისუსტე, არამედ გაძლიერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე",-განაცხადა ბერბოკმა.