უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგი Berkshire Hathaway ელექტრომობილების მწარმოებელ უმსხვილეს ჩინურ კომპანია BYD-ში ინვესტიციას ამცირებს.
ორი წლის წინ, Berkshire-ის მფლობელობაში ჩინური კომპანიის 25%-იანი წილი იყო, თუმცა ის ამჟამად 4.9%-მდეა შემცირებული, რაც ახალი მინიმალური მაჩვენებელია.
BYD-ში ინვესტიციის შემცირება ორი ძირითადი მიზეზითაა განპირობებული: პირველ რიგში, Berkshire-ს მოგების განაღდება და დივიდენდების განაწილება სურს.
მეორე ფაქტორი კი ჩინეთში გართულებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული, სიტუაციას განსაკუთრებით ამწვავებს აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირება და მთავრობის მოწოდება - ამერიკულმა კომპანიებმა შეამცირონ ინვესტიციის მოცულობა ჩინურ ეკონომიკაში. აგრეთვე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამერიკის მთავრობამ ჩინურ ელექტრომობილებზე 100%-იანი ტარიფი დააწესა და ახალ უკვე სანქციებს ევროკავშირიც აწესებს.