მოდის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო და ენერგეტიკული სასმელების გიგანტი “რედ ბული” საფრანგეთის მეორე დივიზიონში მყოფი გუნდის “Paris FC”-ის შეძენას გეგმავენ.
არნოს მიზანი 55-56%-ის შეძენაა, მაშინ როცა “რედ ბული” 15%-ის დასაკუთრებას აპირებს.
პიერ ფერაჩი, რომელიც ამჟამად კლუბის უმსხვილესი წილის მფლობელია თავისი აქტივის 30%-მდე შემცირებასა და შენარჩუნებას ფიქრობს. ამჟამად პარიზული გუნდის მეორე უმსხვილესი მფლობელი “Gandler Media Partners-ია”, რომელმაც ახლახან კლუბის 17% გაყიდა და 90 მილიონი ევრო მიიღო.
ახალი გარიგება დიდი წინსვლა იქნება ფრანგული ფეხბურთისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ ადგილობრივი ჩემპიონატი დატოვა და ამ ნაბიჯმა ჩემპიონატს დაახლოებით 400 მილიონის ღირებულების მედია უფლებები მოაკლო.
ცნობისთვის გასულ თვეში LVMH-მა 10 წლიანი გლობალური პარტნიორობის კონტრაქტი გააფორმა ფორმულა 1-თან, რომლის შეთანხმებაშიც შედის “Louis Vuitton”, “Moet Hennessy” და “Tag Heuer-ი”. პარალელურად “რედ ბული” საფეხბურთო მიმართულებით უფრო აქტიურობს ვინაიდან მის შემადგენლობაშია “ლაიპციგი”, “ზალცბურგი”, “ნიუ-იორკ რედ ბულსი”, ბრაზილიური “ბრაგანტინო” და იაპონური მესამე ლიგის “ომია არდია”.
სულ ახლახან ავსტრიული ბრენდი “ლიდს იუნაიტედის” მაისურის სპონსორიც გახდა და ამავდროულად “ლივერპულის” ყოფილმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მათი ფეხბურთის გლობალური მმართველის პოსტი ჩაიბარა.