"შავი პარაკევი" ახლოვდება. Apple-ის პრემიუმ რისელერმა საქართველოში, iSpace-მა კი თავისი ერთგული მომხმარებლებისთვის შეთავაზებები უკვე აამოქმედა.
2 დეკემბრის ჩათვლით iSpace-ის ყველა ფილიალში "საქართველოს ბანკის" Plus ან Student Card-ით გადახდის შემთხვევაში, 20-ზე დასახელების პროდუქტზე, 10%-იანი CashBack-ის მიღებაა შესაძლებელი.
"წლის ეს პერიოდი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ტექნიკის შეცვლა სურთ, განსაკუთრებულად აქტუალურია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის ძალიან კარგი შეთავაზება დაგვეხვედრებინა.
შეთავაზებაში თითქმის ყველა პროდუქტი შედის, ამიტომ მომხმარებლები შეძლებენ ტექნიკა საკუთარი გემოვნებით შეარჩიონ. მაგალითად, ამ სიაში ხვდება - Iphone 15 pro, Iphone 15 pro max, Macbook-ები, AirPods-ის მესამე თაობა, სხვადასხვა აქსესუარები და ა.შ.", - აცხადებს iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ლევან თაღიაშვილი.
მხოლოდ ეს არაა - iSpace-ში Trade-In-ის პროგრამა უკვე წლებია მოქმედებს, თუმცა გარკვეული პერიოდების განმავლობაში შეთავაზება ბევრად უფრო მასშტაბური ხდება. ახლა სწორედ ეს პერიოდია.
"გვაქვს ხოლმე Top-Up აქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ Iphone 14 Pro-ს მოიტანთ და Trade-In-ში ჩააბარებთ, გარდა იმ თანხისა, რომლითაც თქვენი ტელეფონი შეფასდება, დამატებით სარგებელსაც მიიღებთ - ანუ, პლუს CashBack-იც ემატება და სმარტფონის შეძენა საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეგიძლია.
ზოგადად, Apple-ის პოლიტიკაც ესაა - რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გადამუშავდეს, არ დარჩეს ნარჩენები და ამით მწვანე ეკონომიკას ხელი შევუწყოთ", - აღნიშნავს ლევან თაღიაშვილი.
აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ Trade-In-ის პროგრამა მხოლოდ Apple-ის პროდუქციაზე არ მოქმედებს და მომხმარებლებს ყველა ბრენდის სმარტფონის ჩაბარება შეუძლიათ.