საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბეთანიის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი. უწყების ცნობითვე, ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“გზის სარეაბილიტაციო 7.1 კმ-იანი მონაკვეთი გაივლის სოფელ კვესეთს და ბეთანიის მონასტრამდე მიდის, რომელიც ასევე, უერთდება თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება,”-წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.




























