მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Betlive -ი დინამო თბილისის გენერალური სპონსორი გახდა

BM.GE
28.05.19 23:49
10426
Betlive -ი 2020 წლის სეზონის ბოლომდე დინამო თბილისის გენერალური სპონსორი გახდა. დინამო არენას მედია დარბაზში “დინამო თბილისსა” და კომპანია betlive-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თანამშრომლობის ფარგლებში, დინამო თბილისი სპონსორისგან ნახევარ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს. სასპონსორო პაკეტიდან გამოდინარე, მნიშვნელოვანი დაფინანსების წყარო იქნება ბონუსებიდან მიღებული შემოსვალი, რომელიც შედეგებიდან და წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე დაითვლება. ინფორმაციითვის: დინამო თბილისის მედია პარტნიორი სპორტული პორტალი Live.ge იქნება. Live.ge ასევე დინამოს აკადემიის გენერალური სპონსორიც გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები