მნიშვნელოვანია, მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მან დღესვე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და თქვა, რომ საკითხზე უწყებათშორისი საბჭო იმსჯელებს.
„ბევრი ჩივილი გვესმის იმაზე, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი და ამაზე ვიმსჯელებთ. მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები გვექნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, უკვე 6 თვეა საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი, გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებს.




























