დღეს, 18 მარტს გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი.
საუბრის წინ, ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პუტინთან ილაპარაკებს უკრაინაში ომის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, „საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია“, მაგრამ ბევრიც რჩება.
„ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რჩება. ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვა ადამიანი იღუპება. ყოველ კვირას ორივე მხრიდან 2500 ჯარისკაცის სიკვდილი მოაქვს და ის ახლავე უნდა დასრულდეს. ძალიან მოუთმენლად ველი ზარს პრეზიდენტ პუტინთან“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.




























