მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი მოსამართლე მიჭერს მხარს, სისტემაში დაპირისპირება არ იქნება - ლევან მურუსიძე

642eb137b5529
ინგა მურუსიძე
06.04.23 15:43
387
გულწრფელად გეუბნებით, ბევრმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრმა-მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს სურს სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა და ამის მიზეზი იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისთვის დაწესებული სანქცია. 

„ქალბატონი ელჩი [კელი დეგნანი. აშშ] დადიოდა სასამართლოში, მოსამართლე-მოსამართლე და ცდილობდა გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში. ეს არის გათვლილი, არასამთავრობოების მხიარული ჟივილ-ხივილია ახლა, სასამართლოში წავა დაპირისპირებაო. გულწრფელად გეუბნებით, ბერმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ.

მე მგონი ისე მიდის სიტუაცია, რომ სასამართლოში სურდათ წასულიყო არაჯანსაღი პროცესები, მოხდებოდა არეულობა და სასამართლო სისტემის აშშ-ის საელჩოსადმი დაქვემდებარება.  ეს მეეჭვება მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, ამაზე არ შეჩერდებიან და შესაძლოა, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. მათი მიზანი არის, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში და ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში. რაც ვერ მოახერხეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პარტიებმა, საბოლოო ჯამში, ასე გააკეთეს“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ცნობისთვის: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები