მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი რამ ასოცირების ხელშეკრულებით დავარეგულირეთ, ბევრი რამ ჩვენი დღის წესრიგით და დღეს პიროტექნიკის დარეგულირებაც გადაწყდა - დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

ბევრი რამ ასოცირების ხელშეკრულებით დავარეგულირეთ, ბევრი რამ ჩვენი ინდივიდუალური დღის წესრიგით და დღეს პიროტექნიკის დარეგულირებაც გადაწყდა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიზნესმენების და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პიროტექნიკის რეგულირება მოქალაქეების ინტერესების დასაცავად გაკეთდა.

"პიროტექნიკა მთელ მსოფლიოში ძალიან მკაცრად რეგულირდება, რადგან ეს შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკების შემცველი პროდუქტი. აქედან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ დავარეგულირეთ, ბევრი რამ დარეგულირდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დღის წესრიგით და ევრონორმებს დაუახლოვდა.

ბევრი რამ ჩვენი ინდივიდუალური დღის წესრიგის ნაწილია - რეგულაციები რომელიც საჭიროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პიროტექნიკა ყველა ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება და თავისი წესები გააჩნია. საქართველოშიც ეს დრო მოვიდოდა და დარეგულირდებოდა. დღეს გადაწყდა ამის დარეგულირება და ისევ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ეს ლიცენზირებადი სამუშაო იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დემონსტრანტების მხრიდან ფოიერვერკის გამოყენების გამო, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

რეგულაციების ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ანუ, 2025 წელს საქართველო კვლავ ფოიერვერკის ჭარბი გამოყენებით შეხვდება. კანონპროექტის მიხედვით, ნებართვებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა - 500 ლარი, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები