მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი რეგულაცია შემოდის, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურად ხარჯიანია“- მაია ბითაძე

63e50c1d2bfbc
ელენე გოგბერაშვილი
09.02.23 22:33
1100
მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან სამრეწველო საწარმოებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. კერძოდ, მათ გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ. ამას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.

1-ელი ივნისიდან საწარმოებს წარმოეშობათ ვალდებულება გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა წინსწრებით გააჩნდეთ. ამისათვის, მათ არჩევანი აქვთ, ან შესაბამისი სადაზღვევო პოლისი იყიდონ, ან საბანკო გარანტია წარმოადგინონ. რა მოცულობის ფინანსური სახსრების მობილიზება მოუწევს კერძო სექტორს, ჯერ უცნობია. ეს მთავრობის დადგენილებით სავარაუდოდ, საწარმოს ზომიდან გამომდინარე განისაზღვრება.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გადაცემა „რედაქტ2-ში“ აცხადებს, საწარმოებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას და მის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, მოქმედი კანონმდებლობაც ავალდებულებთ, თუმცა რა ფინანსური რესურსით უნდა განახორციელონ ეს მასში გაწერილი არ არის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონში ჩანაწერით კი, მათ მოუწევთ გარემოს ზიანის მიყენების პრევენციისთვის თანხების წინასწარ მობილიზება მოახდინონ.

„ბიზნესი, როცა რაიმეს დააზიანებს და ეს ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ერთი ბიზნეს უწევს ამაზე პასუხისგება და მეორე გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. დღეს აქვს კანონით ვალდებულება, რომ პირვანდელ მდგომარეობაში აღადგინონ დაზიანებული გარემო, მაგრამ კანონმდებლობას არ აქვს დადგენილი, საიდან, რა ფულით უნდა აღადგინონ. ეს კანონი არის კარგი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება სწორად იმართოს ბიზნესი.

აქ მთავარი კომპონენტია, რომ ბიზნეს ექნება თანხები გადადებული და თუ რამე მოხდა, ისინი გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენისთვის საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის ამ თანხებს გამოიყენებენ“,-აცხადებს მაია ბითაძე.

იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს აღებული აქვს რიგი გარემოსდაცვითი რეგულაციების დანერგვის ვალდებულება, მაია ბითაძე ამბობს, რომ ამ რეგულაციების აღსრულება ბიზნესისთვის ფინანსურად ხარჯიანია.

„ასოცირების შეთანხმებაში ორი უზარმაზარი თავი ეთმობა კლიმატის ცვლილებას და გარემოს დაცვის საკითხებს. ბევრი რეგულაცია შემოდის, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურად ხარჯიანია, სახელმწიფოსთვის კი რთულია აღსასრულებლად. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ კანონმდებლობას ერთი რამ ახასიათებს. თუ დააკვირდებით ჩვენ მას რომ მივიღებთ, ამოქმედების ვადა არის ყოველთვის გადაწეული ან რაღაც გეგმებთან დაკავშირებული“,-განმარტავს მაია ბითაძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები