ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად €21.3 მილიარდის ($23.8 მლრდ) მოცულობის დაფინანსება გამოუყო.
კომისიის განცხადებით, წარდგენილმა ინვესტიციებმა პრიორიტეტი უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებსა და მასთან სამხედრო პარტნიორობის გაღრმავებას უნდა მიანიჭოს. ბრიუსელის განმარტებით, ეს რესურსი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, დრონების, ანტიდრონული აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვებს მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა სულ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა. თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო პროდუქციის ერთობლივი წარმოების რამდენიმე გეგმა უკვე შემუშავდა. მაგალითად, ბულგარეთი კიევთან პარტნიორობით უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას დაიწყებს. ამას გარდა, ევროკავშირი ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბებული დრონების ალიანსის ხუთ საერთო თავდაცვით პროექტში უკრაინასაც ჩართავს.
აღსანიშნავია, რომ დღეს გამოყოფილი ეს თანხა SAFE-ის იმ თავდაცვით პროგრამის ნაწილია, რომელიც 2025 წლის მაისში €150 მილიარდის ($167.5 მლრდ) შეღავათიანი სესხების სახით დამტკიცდა.
























