მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბევრმა ტურისტმა გვითხრა, ორჯერ დავფიქრდებით, სანამ კიდევ ჩამოვალთ გუდაურში" - რა პრობლემებია კურორტზე?

მაია მურაჩაშვილი

"სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ ზამთრის სეზონზე გუდაურში საგზაო ინფრასტრუქტურა კვლავ გამოწვევაა, რაც კურორტს რეპუტაციულ ზიანს აყენებს.

მისი თქმით, მართალია ახალი წლის დღეებისგან განსხვავებით, ამ დროისთვის კურორტამდე მისასვლელი გზა გახსნილია, თუმცა ადგილზე კვლავ ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა რჩება, რომლის გამოც მომდევნო წლებში კურორტმა შესაძლოა, ბევრი ტურისტი დაკარგოს.

“ყველაზე ძვირად ღირებული კურორტია გუდაური საქართველოში და მართლა იზიდავს მაღალ მხარჯველუნარიან სტუმრებს. მაგრამ ეს ის ხალხია, რომელთაც ნანახი აქვთ ალპები, ავსტრია და შედარებებს აკეთებენ ხშირად, თუნდაც რუმინეთი, რომელიც არც თუ ისე ძვირად ღირებულია და ჩვენგან [ფასიც] ბევრად არ განსხვავდება. თუმცა ჩვენ ახლოსაც ვერ მივდივართ ინფრასტრუქტურით ამ ქვეყანასთან.

ელემენტარულად რომ ვთქვათ, [გუდაურში] გადაადგილების საშუალება ფეხით რომ არ აქვთ ადამიანებს, იმიტომ რომ ტრაილერები დადიან და ტროტუარი არ იწმინდება. ასევე საპარკინგე სივრცე არ არის, შატლი არ დადის შიგნით. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც ხანდახან სიცოცხლის რისკსაც კი უკავშირდება. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შეიძლება ერთი ბედნიერ დღეს გზა ჩაიკეტოს და საერთოდ ბილეთი გაუუქმდეს [ტურისტს]. ამიტომ ბევრმა [ტურისტმა] გვითხრა, ვიფიქრებთ ორჯერ, სანამ კიდევ ჩამოვალთ გუდაურში ან ჩვენს მეგობრებს ვურჩევთ. ეს რაც ხდება დღეს, ჩვენ ორ-სამ წელში დაგვარტყამს ძალიან ცუდად, თუ არ გამოსწორდა მდგომარეობა”, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები