Convoy Inc სიეტლში დაფუძნებული სატვირთო მანქანების სტარტაპი, რომლის ღირებულება გასულ წელს 3,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და რომლის ინვესტორებს შორის ჯეფ ბეზოსი და ბილ გეითსი არიან, თავის ბიზნესს ხურავს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ოთხთვიანი ძებნის შემდეგ კომპანიის შემძენის პოვნა ვერ მოხერხდა.
”ამომწურავი პროცესის შემდეგ, რომელიც გაგრძელდა მრავალი, მრავალი თვის განმავლობაში, რომლის დროსაც ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიული ვარიანტი ბიზნესისთვის, შედეგი არის ის, სადაც ჩვენ დღეს ვართ. Convoy ხურავს კარებს თავისი ამჟამინდელი ძირითადი ბიზნეს-ოპერაციებისთვის და იკვლევს და აფასებს სტრატეგიულ ვარიანტებს, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგში”, - წერს კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დენ ლუისი.
სტარტაპმა, რომელიც ინვესტორებმა შარშან 3,8 მილიარდ დოლარად შეაფასეს, თავისი პერსონალი 1500-იდან დაახლოებით 500 ადამიანამდე შეამცირა.
ამასთან, Allen & Co-მ მთელი თავისი აქციები Convoy-ში გასულ წელს გაყიდა. მონაცემების მიხედვით, იმ დროს, როდესაც ბეილი გიფორტმა, ტი როუ პრაისმა და სხვა ინვესტორებმა Convoy $3,8 მილიარდად შეაფასეს.
Convoy ლოგისტიკური სტარტაპებიდან ერთ-ერთია, რომელზედაც ფასების დაცემა და მიწოდების მოთხოვნის შემცირება გავლენას ახდენს. ასეთი სტარტაპებიდან არის სან-ფრანცისკოს სატვირთო გადამზიდავი კომპანია Flexport Inc. და სიეტლის სასაწყობო სტარტაპი Flexe Inc., რომლებსაც მუშების დათხოვნა მოუწიათ მას შემდეგ, რაც პანდემიის მაღალი დონის გამო ბაზარზე მოთხოვნა დაეცა.