მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგზავრები მომავალში 10-ჯერ უფრო სწრაფად შეძლებენ ფრენას | სუბორბიტალური ხომალდების პერსპექტივა

6464c0d5250e9
გიორგი თოლორდავა
18.05.23 00:30
3004
საავიაციო ინდუსტრია, რომელიც უკვე წლებია ფაქტობრივ სტაგნაციას განიცდის, ეპოქალური ტექნოლოგიური რევოლუციის წინაშეა. სუბორბიტალური რაკეტებისა და ხომალდების საშუალებით მომავალში შესაძლებელი იქნება ფრენების თითქმის 10-ჯერ უფრო სწრაფად განხორციელება.

ბრიტანეთის საავიაციო სააგენტოს კვლევის თანახმად, სუბორბიტალური ტურიზმი ახლა განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა მომავალში აღნიშნული ტექნოლოგია გასცდება ტურისტული ატრაქციონის ფარგლებს და პრაქტიკულ დანიშნულებასაც შეიძენს, კერძოდ, ის მსოფლიოს ყველაზე მეტად დაშორებულ წერტილებს ერთმანეთთან უსწრაფესი გზით დააკავშირებს. ამ ტექნოლოგიის წყალობით ლონდონიდან სიდნეიმდე ფრენას 2 საათზე ნაკლები დრო დასჭირდება, ახლა კი ამ დისტანციის დასაფარად კომერციული თვითმფრინავით დაახლოებით 22 საათია საჭირო.

ზოგადად, სამგზავრო თვითმფრინავები ქვედა სტრატოსფეროში დაფრინავენ, რის გამოც მათ აეროდინამიკურ წინაღობასთან უწევთ გამკლავება; სუბორბიტალური ხომალდები კი გაცილებით უფრო მაღლა, ფაქტობრივად კოსმოსის მიჯნაზე დაფრინავენ, სადაც აეროდინამიკური წინაღობა გაცილებით ნაკლებია, ამიტომაც ხომალდს უფრო სწრაფად შეუძლია შორი მანძილის დაფარვა და ორბიტიდან პირდაპირ დანიშნულების ადგილზე დაშვება.

სუბორბიტალური ფრენებით ამჟამად კვლევითი ორგანიზაციები და ულტრა-პრემიმუმ კლასის ტურისტული კომპანიები არიან დაკავებულნი, თუმცა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სერვისის გაიაფებაცაა პროგნოზირებული. ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი და რიჩარდ ბრანსონის Virgin Galactic-ი სწორედ ამ ინდუსტრიაში ოპერირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები