„ბიძინა ივანიშვილი მმართველი აღარ არის. ის არც ჩრდილოვანი მმართველია“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გუშინ თითქოსდა ბიძინა ივანიშვილსა და რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის გამართული საუბრის თაობაზე გავრცელებულ ჩანაწერს შეეხებოდა.
კითხვას - აღიარებს თუ არა თეა წულუკიანი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვან მმართველად რჩება, კულტურის მინისტრმა ასე უპასუხა:
„ბიძინა ივანიშვილი მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც და ის არც ჩრდილოვანი მმართველია. ის არსებობს, ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი და დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის განმავლობაში. ის აგრძელებს მოღვაწეობას და არა უბრალოდ საქმიანობას“, - განაცხადა წულუკიანმა.




























