მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩს დაურეკა და აპირებს, არჩევნების მერე შეხვდეს

ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრას არჩევნების შემდეგ აპირებს. როგორც მან "იმედთან" ინტერვიუში თქვა, რობინ დანიგანს წინა კვირას დაურეკა და ესაუბრა.

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან, რომელიც მისი აზრით, 2025 წელს არ გადასცილდება.

"მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომის დასრულება რამდენიმე თვეს, ყოველ შემთხვევაში, იმ წელიწადს არ გადააცილებს. შეიძლება, წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ვთქვათ, ამის აღსრულებას ხელი აღარ ეშლება "კრედიტ სუისის" მხრიდან, მე მყისიერად აშშ-ის ელჩს დავურეკე წინა კვირაში, უკვე მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ მიზეზები რაც იყო, თავისით გადაწყდა და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანმრთელი, ძალიან ჯანსაღი და ჩვენ, არჩევნების შემდეგ ვაპირებთ შეხვედრას. უკვე მოვილაპარაკეთ", - განაცხადა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში.

ყოფილმა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ არა ერთი შეხვედრით, თუმცა დროში და დინამიკაში მათი ურთიერთობა დალაგდება.

რატომ არ ხვდებოდა ივანიშვილი პარტნიორებს?

1 ოქტომბერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ამერიკელ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს არ ხვდება, იმიტომ რომ მისი აზრით გაერთიანებას, რომელსაც "გლობალური ომის პარტიას" უწოდებს, აშშ-ის ხელისუფლებაზე და მათ შორის პოლიტიკოსებზე დიდი გავლენა გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები