მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე - უკრაინამ "ოცნების" ხელისუფლების 19 წარმომადგენელი დაასანქცირა

ზელენსკი

ბიძინა ივანიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე - უკრაინამ "ოცნების" ხელისუფლების 19 წარმომადგენელი და მათთან აფილირებული პირები დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მომზადების ბრძანება გასცა. მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, უკრაინის მაგალითს მიბაძონ.

სანქცირებული პირების სია ასეთია:

  1. ბიძინა ივანიშილი
  2. გრიგოლ ლილუაშვილი
  3. კახა კალაძე
  4. მიხეილ ჩინჩალაძე
  5. მამუკა მდინარაძე
  6. ვახტანგ გომელაური
  7. ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი
  8. ირაკლი რუხაძე
  9. ლევან მურუსიძე
  10. ვიქტორ ჯაფარიძე
  11. დიმიტრი სამხარაძე
  12. გოგა ხაინდრავა
  13. ირაკლი კობახიძე
  14. გიორგი კობახიძე
  15. ირაკლი ქარსელაძე
  16. თეა წულუკიანი
  17. შალვა თადუმაძე
  18. კახა ბექაური
  19. ზვიად შალამბერიძე

დადგენილება ძალაშია ამოქმედების დღიდან, ანუ 5 დეკემბრიდან. მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი კი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანია.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხი წევრი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით 2022 წლის ოქტომბერშიც დასანქცირდა. მაშინ, სანქციები შეეხოთ: ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ივანიშვილების დეიდაშილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს ტიტე მამაცაშვილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები