მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: "პანორამას" უნიკალური აკვარიუმი ექნება

5dbff8f15d141
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.19 14:11
1471
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დაგეგმილ ბიზნეს პროექტებზე, მათ შორის "პანორმა თბილისსა" და წყალტუბოს სანატორიუმების გამოსყიდვაზე, ასევე საქველმოქმედო პროექტებზე ჟურნალ entrepreneur-ს ესაუბრა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, "პანორამა თბილისი" გამორჩეული იქნება იმით, რომ მას "უნიკალური აკვარიუმი" და თაბორის მთაზე "უნიკალური გოლფის მოედანი" ექნება. ივანიშვილის თქმით, ეს სასტუმროები მაღალშემოსავლიან ვიზიტორებზე არის გათვლილი. 

"ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ამ სასტუმროშიც განთავსდება უნიკალური აკვარიუმი, რაც ასევე დამატებით ხიბლს შესძენს მას. „პანორამის“ მესამე სასტუმრო − თაბორის მთაზე, რომელსაც ასევე ხმაური მოჰყვა. მისი ექსკლუზიურობა იქნება გოლფის უნიკალური მოედნები, რაც ასევე მაღალი შემოსავლების სტუმრებზეა გათვლილი.

ხმაურის საპასუხოდ კი, მინდა ვთქვა, რომ იქ ათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო. მანამდე კი, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული გახლდათ, რასაც ასევე შველა სჭირდებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, „პანორამის“ ეს სამი, სხვადასხვა ექსკლუზიურობის სასტუმრო, ერთმანეთთან საბაგიროებით იქნება დაკავშირებული − ესეც განსხვავებულ ხიბლს სძენს პროექტს.

იმთავითვე გასაგებია, რომ ეს პროექტიც ვერ იქნება რენტაბელური მის თვითღირებულებასთან შედარებით. ამიტომ აქაც იგივე მიდგომა მაქვს: თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ, მე მზად ვარ ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი. სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში", - ამბობს ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები