"ქართული ოცნების" სიის პირველმა ნომერმა და საპატიო თავმჯდომარემ განმარტა, რას ნიშნავს და რატომ შექმნა ტერმინი - "გლობალური ომის პარტია".
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხალხს ომის პარტია ნაციონალური მოძრაობა ეგონებოდა, ამიტომაც დაუმატა მას გლობალური.
" გლობალური სიტყვა იმიტომ დავარქვი, რომ პატარა ომის პარტია ჩვენ აგერ გვყავს "ნაციონალური მოძრაობა" და ამაში რომ არ არეოდათ და გაეგოთ, რომ კიდევ არის ამაზე დიდი ძალები. თორემ, რომ არ მოგვეფიქრებინა, ომის პარტიაზე ყველა იფიქრებდა, ნაციონალურ მოძრაობს, რომელიც აქაც არსებობს.
ეს ძალა არის ძალიან დიდი ძალა. ძალიან დიდი რესურსის მქონე. ჩვენ ყველა მიმართულებით მივადექით გინდა ლგბტ პროპაგანდა, გინდა სხვა. მათ მიუწვდებათ ხელი ბევრ ბიუროკრატზე დასავლეთში და აქ უნდათ, დააბრუნონ ეს ძალა ვისაც მართავდნენ", - განაცხადა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში.
13 მაისს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გლობალურ ომის პარტიას ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდი ჩაუვარდა ხელში, რაც დე ფაქტო სანქცირებაა, და პარტიის საპატიო თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზეც სწორედ ამიტომ ამბობს უარს.
„ოცნება“ და „ხალხის ძალა“, სხვადასხვა დროს, „გლობალური ომის პარტიის" მთავარ მიზნად რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნასა და საქართველოს ომში ჩათრევას ასახელებდნენ;